Sunday, December 9, 2012


ყავა — სასმელი (უმეტესად ცხელი), მზადდება ყავის ხის მოხალული მარცვლებისგან. კოფეინის შემცვლელობის გამო მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს.
სიტყვა ყავა მომდინარეობს კაფა–დან — ეთიოპიის სამხრეთ–დასავლეთი ოლქის სახელწოდებიდან, სადაც ლეგენდის თანახმად პირველად აღმოაჩინეს ამ მცენარის მატონიზირებელი თვისებები.
არსებობს ყავის მარცვლების ორი ტიპი: არაბიკა – ტრადიციული ყავა, ითვლება უფრო გემრიელად, და რობუსტა – კოფეინით გაჯერებული, მომჟავო, გამოიყენება ხსნადი ყავის დასამზადებლად.



პ.ს. ბევრი მოსაზრება არსებობს - მავნებელია თუ სასარგებლოა ყავა ჯანმრთელობისთვის. ეს სასმელი ხომ კოფეინს შეიცავს. თუმცა, 2008 წლის მარტში გამოქვეყნებული ამერიკულ-ავსტრალიული კვლევისშედეგებმა ცხადჰყო, რომ დღეში სამი ფინჯანი ყავა ქალებში კიბოს გაჩენის საფრთხეს 20 პროცენტით ამცირებს. ხოლო ზოგადად კი მეხსიერების დიდხანს შენარჩუნებაში გვეხმარება.